საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მთავარი ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში ხუთი დაჭრილია შეყვანილი
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მთავარი ექიმის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანილია ხუთი დაჭრილი.
მისივე თქმით, დაჭრილთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისში გადაჰყავთ.
რაც შეეხება დანარჩენ ოთხ პირს, მათ საგარეჯოს ჰოსპიტალში ამ წუთებში ოპერაცია უტარდებათ.
„ოთხი არის ჩვენთან და უტარდება ახლა ოპერაცია. ქალბატონებიც არიან და მამაკაცებიც – ორი მამაკაცია და ორი ქალბატონი. დაახლოებით 12 საათისთვის შემოიყვანეს კლინიკაში“, – განაცხადა მამუკა ოთოაშვილმა.
საგარეჯოს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის
ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი.
საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.
შსს-ს ოფიციალური
ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის შედეგად რამდენიმე პირია დაღუპული და დაჭრილი.