საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მთავარი ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში ხუთი დაჭრილია შეყვანილი

04:11, 20.01.2023

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მთავარი ექიმის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანილია ხუთი დაჭრილი.

მისივე თქმით, დაჭრილთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისში გადაჰყავთ.

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ პირს, მათ საგარეჯოს ჰოსპიტალში ამ წუთებში ოპერაცია უტარდებათ.

„ოთხი არის ჩვენთან და უტარდება ახლა ოპერაცია. ქალბატონებიც არიან და მამაკაცებიც – ორი მამაკაცია და ორი ქალბატონი. დაახლოებით 12 საათისთვის შემოიყვანეს კლინიკაში“, – განაცხადა მამუკა ოთოაშვილმა.

საგარეჯოს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის შედეგად რამდენიმე პირია დაღუპული და დაჭრილი.

მსგავსი