საგარეჯოს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი
საგარეჯოს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი

საგარეჯოს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსი ზაზა ქვლივიძე აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი.

„მე რა ინფორმაციაც მომაწოდეს, ვიცი, რომ ადგილზე იყო სამი გვამი. დაჭრილების შესახებ ჯერ ინფორმაციას არ ვფლობ“, – აღნიშნა ზაზა ქვლივიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის შედეგად რამდენიმე პირია დაღუპული და დაჭრილი.