საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ თამარაშვილის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს [ფოტო]
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კლდის მასის ხელახლა ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თბილისის სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, კლდიდან ქვის მასის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზებს გეოლოგები დაადგენენ.
„დაახლოებით 23:15 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურთან ჩამოწვა კლდის მასა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური და ყველა შესაბამისი სამსახური. საბედნიეროდ, დაშვებული არავინ არის. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია გამგეობა და გეოლოგიის სამსახური. მობილიზებული იქნება ყველა საჭირო ტექნიკა“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.
მისივე თქმით, გზის გაწმენდის სამუშაოები მალე დაიწყება.
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კლდის მასა ცოტა ხნის წინ ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.