საგანგებო სიტუაციების სამსახური - თბილისში არსებულ ყველა პატარა მდინარეზე წყლის დონე სტაბილურია და საფრთხეს არ წარმოადგენს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთში, დამეწყრილ ტერიტორიაზე ნიაღვარი მოედინება.
უწყების ცნობით, წყლის დაგუბების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.
„მუდმივი მონიტორინგის რეჟიმშია თბილისში არსებული ყველა პატარა მდინარე. წყლის დონე მდინარეებზე სტაბილურია და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებული და კოორდინაციის რეჟიმშია“, – აცხადებენ უწყებაში.
ამ დროისთვის დედაქალაქში ნალექმა დაიკლო.