საგანგებო სიტუაციების სამსახური – თბილისში არსებულ ყველა პატარა მდინარეზე წყლის დონე სტაბილურია და საფრთხეს არ წარმოადგენს

00:12, 19.08.2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთში, დამეწყრილ ტერიტორიაზე ნიაღვარი მოედინება.

უწყების ცნობით, წყლის დაგუბების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.

„მუდმივი მონიტორინგის რეჟიმშია თბილისში არსებული ყველა პატარა მდინარე. წყლის დონე მდინარეებზე სტაბილურია და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებული და კოორდინაციის რეჟიმშია“, – აცხადებენ უწყებაში.

ამ დროისთვის დედაქალაქში ნალექმა დაიკლო.

მსგავსი