საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავტოპარკი ტყის სახანძრო მანქანებით განახლდება, იგეგმება ვერტმფრენების შეძენაც
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, ავტოპარკი ტყის სახანძრო მანქანებით განახლდება, იგეგმება ვერტმფრენების შეძენაც. გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ მთავარი გამოწვევა ტყის ხანძრებია.
„ავტოპარკის განახლება დაიწყო. ტენდერი წარმატებით დასრულდა და პირველ ეტაპზე 20 ერთეული ტყის სახანძრო მანქანა შევიძინეთ. ტყის ხანძრები ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა. ამას კიდევ დაემატება ერთი ამდენი, თუ მეტი არა. დღის წესრიგში ასევე ვერტმფრენების შეძენაც დგას. გამომდინარე ჩვენი გეოგრაფიიდან, ვერტმფრენების დახმარების გარეშე ტყის ხანძრებთან გამკლავება შეუძლებელი იქნება”,-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.