საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში, 144-ის ცხელი ხაზის მიერ გადაადგილებისთვის 15 527 ერთდჯერადი ნებართვა გაიცა
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში, 144-ის ცხელი ხაზის მიერ გადაადგილებისთვის 15 527 ერთდჯერადი ნებართვა გაიცა

144-ის ცხელი ხაზის მიერ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში, გადაადგილებისთვის გაიცა 15 527 ერთდჯერადი ნებართვა, – ამის შესახებ აღნიშნულია „COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში“, რომელიც საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეპიდემიოლოგიური ვითარების სწორად მართვისა და საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყანაში ამოქმედებულმა ცხელი ხაზის რამდენიმე საშუალებამ.

„ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112 (შემდეგში – 112) ინფრასტრუქტურაზე რეკორდულად მოკლე ვადაში მოეწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში ჩაეშვა სამთავრობო ცხელი ხაზი – 144.

17 აპრილიდან ამოქმედდა დამატებითი მიმართულება 144-1-ის სახით, რომელიც უზრუნველყოფდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ავტოტრანსპორტით გადაადგილების ნებართვის გაცემას, ხოლო 25 აპრილიდან ასევე ამოქმედდა რეგიონალური ცხელი ხაზი 144-2.

144-ის ცხელი ხაზის მიერ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში გადაადგილებისთვის გაიცა 15 527 ერთდჯერადი ნებართვა. ამგვარი ნებართვები, ინფორმაციის დამუშავებისა და გადამოწმების შემდგომ, გაიცემოდა მხოლოდ მთავრობის მიერ დაშვებული აქტივობის განხორციელების და დაშვებული მიზნით გადაადგილებისთვის. მაგალითად, გადაუდებელ შემთხვევაში აფთიაქში წამლის შესაძენად, ექიმთან ვიზიტისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხანდაზმულ მშობელთან აუცილებელი ვიზიტისთვის, გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის და ა.შ.“, – აღნიშნულია ანგარიშში.