საგამოძიებო კომისიის წევრებმა ორი არასრულწლოვანი გამოკითხეს
საგამოძიებო კომისიის წევრებმა ორი არასრულწლოვანი გამოკითხეს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ის არასრულწლოვნები გამოკითხეს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე დაპირისპირებისას გარკვეულ მონაწილეობას იღებდნენ.

განცხადება არასრულწლოვნების გამოკითხვის შემდეგ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, კომისიის წევრებმა დღეს პირველი ექსპერიმენტული და 51-ე სკოლის მოსწავლეები გამოკითხეს.

„გამოვკითხეთ ორი მოწმე, რომლებიც ამ ინციდენტში გარკვეულ მონაწილეობას იღებდნენ, თუმცა ისევე როგორც აქამდე, რაიმე განსაკუთრებული სიახლე, დეტალი არ უთქვამთ. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ზოგადად პრობლემაა ჩვენებებთან დაკავშირებით, უფრო მეტი თანამშრომლობაა საჭირო, როგორც საგამოძიებო კომისიასთან, ასევე ზოგადად სამართალდამცავ ორგანოებთან. ეს ზოგადად პრობლემაა, საჭიროა, უფრო მეტი ინფორმაცია, რაც აქვს თითოეულ მოწმეს. ჩვენი მიზანია, რომ მივიღოთ მეტი ინფორმაცია, ყვებიან და საუბრობენ კონკრეტულ ფაქტებზე და ვერ იხსენებენ ზოგიერთ დეტალს. საუბრობენ იმას, რაც მიცემული ჩვენებები აქვთ. ვინც დღეს გამოვკითხეთ უშუალოდ ფარდულში არ ყოფილან, თუმცა იმ პერიმეტრზე ფიქსირდებიან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით, არასრულწლოვანი მოწმეები ყვებიან დეტალებზეც და მნიშვნელოვან ინფორმაციებზე.