საგამოძიებო კომისია - საგრძნობლად მომატებულია მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები, ასევე სკოლებში აკრძალული ნივთების მოხმარება
საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე სკოლებში უსაფრთხოების კუთხით ბოლო წლების სტატისტიკა წარადგინა.
კომისიის წევრების თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან მოწოდებული მასალების მიხედვით, სკოლებში ამ კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია.
„საგრძნობლად მომატებულია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები: 2015-16 ს.წ. – 2582 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. – 2538; 2017-18 ს.წ – 3673. მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის სტატისტიკა ასევე გაზრდილია კონფლიქტში მონაწილე პირების სკოლებში. კერძოდ:
ა) 51-ე საჯარო სკოლა – 2015-16 ს.წ. – 77; 2016-17 ს.წ. – 92; 2017-18 ს.წ – 139;
ბ) 1-ლი ექსპერიმენტული – 2015-16 ს.წ. – 13; 2016-17 ს.წ. – 31; 2017-18 ს.წ – 62;
ნიშანდობლივია, რომ განათლების სისტემა საერთოდ არ აწარმოებს ჩაგვრის/ბულინგის სტატისტიკას.
2. ბოლო წლებში ასევე საგრძნობლად არის მომატებული სკოლებში აკრძალული ნივთების მოხმარება. კერძოდ, – 2015-16 ს.წ. – 1806 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. – 1866; 2017-18 ს.წ – 2452;
3. ბოლო წლებში საგანგაშოდ ზრდადია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა სკოლიდან გაპარვისა და გაკვეთილების ჩაშლის სტატისტიკა როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ხორავას ტრაგედიაში მონაწილე სკოლებში. კერძოდ, – სკოლიდან გაპარვა ქვეყნის მასშტაბით: 2015-16 ს.წ – 8403 შემთხვევა; 2016-17 ს.წ -8951; 2017-18 ს.წ. -10838;
– სკოლიდან გაპარვა მონაწილე პირების სკოლებში:
51-ე საჯარო სკოლა – 2015-16 ს.წ – 82 შემთხვევა; 2016-17 ს.წ – 81; 2017-18 ს.წ. – 116;
1-ლი ექსპერიმენტული – 2015-16 ს.წ – 124 შემთვევა; 2016-17 ს.წ – 186; 2017-18 ს.წ. – 289.
– გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა ქვეყნის მასშტაბით: 2015-16 ს.წ. – 4495; 2016-17 ს.წ. – 4853; 2017-18 ს.წ – 6553;
– გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა მონაწილე სკოლებში
51-ე საჯარო სკოლა – 2015-16 ს.წ -87; 2016-17 ს.წ -107; 2017-18 ს.წ. -143“, – ნათქვამია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.