საფრანგეთში საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციაზე ცრემლსადენი აირი გამოიყენეს
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, პარიზში აქტივისტებსა და პოლიციას შორის რამდენიმე შეტაკებაც მოხდა.
აქციის მონაწილეები ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული რეფორმის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც საპენსიო ასაკის 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
დღეს საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა, ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, საპენსიო ასაკის გაზრდა დროებით გადადოს.