საფრანგეთის ხელისუფლება მზად არის, საპენსიო ასაკის გაზრდაზე დროებით უარი თქვას

20:03, 11.01.2020

საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთის ხელისუფლება მზად არის, საპენსიო ასაკის გაზრდაზე დროებით უარი თქვას. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში.

საფრანგეთის მთავრობა ე.წ. უნივერსალური საპენსიო სისტემის შემოღებას გეგმავდა, რაც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებდა.

აღსანიშნავია, რომ რეფორმის სწორედ ეს პუნქტი იწვევდა პროფკავშირების ყველაზე დიდ უკმაყოფილებას, რის გამოც, საფრანგეთის მასშტაბით გაფიცვები და აქციები 5 დეკემბრის შემდეგ არ წყდებოდა.

მსგავსი