საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 524 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„კოვიდ-19“-ის დიაგნოზი საფრანგეთში ჯამში 206 696 ადამიანს დაუდგინდა.
ქვეყანაში ბოლო ერთი კვირაა, ინფიცირების შემთხვევები იზრდება.
ინფიცირებულთაგან საავადმყოფოში მკურნალობას 5 000-ზე ნაკლები პაციენტი განაგრძობს. ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 379 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.
საფრანგეთში „კოვიდ-19“-ს ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 30 375 ადამიანი ემსხვერპლა.