საფრანგეთში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 524 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„კოვიდ-19“-ის დიაგნოზი საფრანგეთში ჯამში 206 696 ადამიანს დაუდგინდა.

ქვეყანაში ბოლო ერთი კვირაა, ინფიცირების შემთხვევები იზრდება.

ინფიცირებულთაგან საავადმყოფოში მკურნალობას 5 000-ზე ნაკლები პაციენტი განაგრძობს. ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 379 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ს ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 30 375 ადამიანი ემსხვერპლა.