საფრანგეთში, ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტში ხანძარს 1,800-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტში ხანძარს 1,800-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.
ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, დამწვარია სასოფლო-სამეურნეო მიწების სულ მცირე, 500 ჰექტარი.
ხანძრის გამო, 2700-მდე ადგილობრივი მცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე 30 სახანძრო მანქანა და შვიდი სახანძრო თვითმფრინავი მუშაობს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ტერიტორიაზე ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო, რაც ადგილზე ხანძრის გაჩენის შესაძლებლობას ზრდის, ადამიანების შეშვება აკრძალულია.