საფრანგეთში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 112 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
ბოლო მონაცემებით, ევროპულ ქვეყანაში ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 674 ადამიანი.
ამასთან, საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 16 018-ს მიაღწია.
კორონავირუსის გამო, ევროპულ ქვეყანაში შეზღუდვები მოქმედებს. განსაკუთრებული საჭიროების გარეშე მოქალაქეს გარეთ გასვლა არ შეუძლია.