საფრანგეთში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 112 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 112 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 112 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

ბოლო მონაცემებით, ევროპულ ქვეყანაში ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 674 ადამიანი.

ამასთან, საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 16 018-ს მიაღწია.

კორონავირუსის გამო, ევროპულ ქვეყანაში შეზღუდვები მოქმედებს. განსაკუთრებული საჭიროების გარეშე მოქალაქეს გარეთ გასვლა არ შეუძლია.