საფრანგეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 27 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში დაავადებას სულ 175 ადამიანი ემსხვერპლა.
საფრანგეთში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 7730 შემთხვევა.ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში შემთხვევათა რიცხვი 17%-ით გაიზარდა. 699 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
16 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. მოქალაქეების ქუჩაში გადაადგილებას ათასობით სამართალდამცველი არეგულირებს.