საფრანგეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 27 ადამიანი გარდაიცვალა

23:51, 17.03.2020

საფრანგეთში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში დაავადებას სულ 175 ადამიანი ემსხვერპლა.

საფრანგეთში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 7730 შემთხვევა.ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში შემთხვევათა რიცხვი 17%-ით გაიზარდა. 699 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

16 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. მოქალაქეების ქუჩაში გადაადგილებას ათასობით სამართალდამცველი არეგულირებს.

მსგავსი