საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი კლემან ბონი უკრაინაში ჩავიდა, – ამის შესახებ მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ომის დროს ტრანსპორტი წამყვან როლს თამაშობს. ეს აუცილებელია სამხედროების, მარცვლეულის და ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებისთვის. უკრაინაში ვარ, რათა ხაზი გავუსვა და გავზარდო საფრანგეთის მხრიდან მხარდაჭერა, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის სფეროში“, – აღნიშნა ბონმა.

უკრაინული მედიის ცნობით, საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი ოდესაში იმყოფებოდა.

როგორც ფრანგული მედია წერს, ბონმა დაადასტურა საფრანგეთის გადაწყვეტილება, რომ უკრაინას 25 ტონა ლიანდაგის რელსი მიაწოდოს, რათა აღადგინონ ომის შედეგად დაზიანებული რკინიგზა.