საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერარ კოლონი 2020 წელს ლიონის მერის პოსტზე კენჭს იყრის, – ეს განცხადება მან გამოცემა L’Express-თან ინტერვიუში გააკეთა.
მინისტრის თქმით, ამის გამო, ის თანამდებობის დატოვებას აპირებს.
კოლონი უკვე იყო ლიონის მერი 2001-2007 წლებში. მერის თანამდებობა დატოვა, რათა ემანუელ მაკრონის გუნდს შეერთებოდა.