საფრანგეთის შს მინისტრი 2020 წელს ლიონის მერის პოსტზე კენჭს იყრის

11:20, 18.09.2018

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერარ კოლონი 2020 წელს ლიონის მერის პოსტზე კენჭს იყრის, – ეს განცხადება მან გამოცემა L’Express-თან ინტერვიუში გააკეთა.

მინისტრის თქმით, ამის გამო, ის თანამდებობის დატოვებას აპირებს.

კოლონი უკვე იყო ლიონის მერი 2001-2007 წლებში. მერის თანამდებობა დატოვა, რათა ემანუელ მაკრონის გუნდს შეერთებოდა.

მსგავსი