საფრანგეთის შს მინისტრი - საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და არ არის ნორმალური, პირველი იყოს საფრანგეთში თავშესაფრის მომთხოვნთა შორის 
საფრანგეთის შს მინისტრი - საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და არ არის ნორმალური, პირველი იყოს საფრანგეთში თავშესაფრის მომთხოვნთა შორის 

არ არის ნორმალური, საქართველო ნომერ პირველი იყოს საფრანგეთში თავშესაფრის მომთხოვნთა შორის, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა. როგორც საფრანგეთის შს მინისტრმა აღნიშნა, ამ კუთხით ერთობლივი თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.

როგორც საფრანგეთის შს მინისტრმა აღნიშნა, ქართველებს შეუძლიათ იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის საფრანგეთში, მაგრამ არ არის ნორმალური, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს თავშესაფრის მოთხოვნთა თვალსაზრისით, რადგან ის უსაფრთხო ქვეყანაა.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებულად უსვამს ხაზს საქართველოს, საფრანგეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობას. ძლიერი კავშირი, რომელიც არსებობს, კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ჩვენ ვართ თქვენ გვერდით. ნება მომეცით, განსაკუთრებით აღვნიშნო არაკანონიერი ემიგრაციის საკითხი, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც არ არის ომი და მიიჩნევა, როგორც მშვიდობიანი ქვეყანა. პრინციპში, არსებობს კონკრეტული შემთხვევები და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ქართველებს შეუძლიათ იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის საფრანგეთში, მაგრამ ისინი ოცნებობენ ელდორადოზე და ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, არ ხვდებათ ის პირობები, რომელზეც ოცნებობდნენ. არ არის ნორმალური, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს თავშესაფრის მოთხოვნათა თვალსაზრისით. საქართველოში არსებული ვითარება ამ მოთხოვნას არანაირად არ ამართლებს, საქართველოში ომი არ არის. ეს ქვეყანა ევროპელი და ფრანგი საზოგადოების მხრიდან აღიქმება საიმედო მიმართულებად. საქართველო დინამიკური სახელმწიფოა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან ერთგვარი ანომალიაა. ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა ამ მიმართულებით. საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია, რეალურად მიიღოს ყველა, ვისაც სჭირდება დაცვა. ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მოხდეს ამ ადამიანების დაბრუნება თავიანთ სამშობლოში. ზოგიერთი ადამიანი სამედიცინო თვალსაზრისით ჩამოდის სამკურნალოდ საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა. ამიერიდან უშუალოდ ისინი იქნებიან მიღებული, ვისაც რეალურად სჭირდება ამ თვალსაზრისით საფრანგეთის დახმარება. თავშესაფრის მომთხოვნთა დოსიეების განხილვა ჩვენი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ შორის ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა და საუბარი მიმდინარეობს. ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ არაკანონიერ ემიგრაციას. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ყოველთვიურად მოხდეს ჩვენს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, მათ შორის თანამშრომლობის საკითხზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთპატივისცემას ამ თანამშრომლობაში. კიდევ უფრო მეტად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები და გავაღრმავოთ ისინი. ჩვენ შორის უკვე არსებობს ძალიან კარგი ურთიერთობები“, – განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.