საფრანგეთის სასამართლომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი გაათავისუფლა
საფრანგეთის სასამართლომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი გაათავისუფლა

საფრანგეთის სასამართლომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი ხუთი მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ  გაათავისუფლა. მას ქვეყნის დატოვება ეკრძალება.

დუროვი წინასწარი დაკავების იზოლატორში თითქმის 90 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ახლა პროკურატურას მისი დაკითხვა და ბრალის წარდგენა შეუძლია.

დუროვი ბავშვთა სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის გამო ლე ბურჟეს აეროპორტში დაფრენისას 24 აგვისტოს აიყვანეს. წინასწარი მონაცემებით, გამოძიება 12 სავარაუდო დანაშაულზე მიმდინარეობს, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისთვის ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმაზე; არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის შენახვაში თანამონაწილეობაზე; ნარკოტიკების გავრცელებაზე; ჰაკერობასა და თაღლითობაზე.