საფრანგეთის სასამართლომ კორუფციის საქმეზე ნიკოლა სარკოზის აპელაცია არ დააკმაყოფილა
საფრანგეთის სასამართლომ კორუფციის საქმეზე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის აპელაცია არ დააკმაყოფილა. სარკოზის სამწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა, ციხეში ყოფნის ნაცვლად, ელექტრონული სამაჯურის ტარება შეუძლია.
სასამართლომ ნიკოლა სარკოზის საჯარო თანამდებობაზე ყოფნის აკრძალვა და პირობითი პატიმრობა ძალაში დატოვა.
სარკოზი 2021 წელს გაასამართლეს. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი გაასამართლეს მოსამართლის მოსყიდვისთვის მის პარტიაში სავარაუდო ფინანსური დარღვევის ფაქტების გამოძიების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. პროკურატურის საქმე ეყრდნობოდა სარკოზისა და მისი ყოფილი ადვოკატის, ტიერი ჰერცოგის საუბრებს. საქმე საფრანგეთში ცნობილია, როგორც „მოსმენების საქმე“, რადგან გამომძიებლები უსმენდნენ სატელეფონო ზარებს პრეზიდენტსა და ჰერცოგს შორის 2013 და 2014 წლებში.
დასავლეთის მედია წერს, რომ, მსჯავრდების მიუხედავად, კონსერვატორი პოლიტიკოსი სარგებლობს საფრანგეთის მემარჯვენეების მხარდაჭერით და ინარჩუნებს მნიშვნელოვან გავლენას.