საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - „ნოვიჩოკის“ გამოყენება არღვევს ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო სამართალს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - „ნოვიჩოკის“ გამოყენება არღვევს ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო სამართალს

რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტს განცხადებით ეხმაურება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი.

„მინდა, უმკაცრესი ფორმით დავგმო ასეთი აგენტის შოკისმომგვრელი და უპასუხისმგებლო გამოყენება“, – აღნიშნავს მინისტრი განცხადებაში, რომლის თქმითაც, „ნოვიჩოკის“ გამოყენება არღვევს ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო სამართალს.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, ბერლინის საავადმყოფოში ჩატარებული ტესტირებების შედეგები აჩვენებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს.