გერმანიის მთავრობის განცხადებით, ჩატარებული ტესტირებების შედეგები აჩვენებს, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს
გერმანიის მთავრობის განცხადებით, ჩატარებული ტესტირებების შედეგები აჩვენებს, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს

გერმანიის მთავრობის განცხადებით, ბერლინის საავადმყოფოში ჩატარებული ტესტირებების შედეგები აჩვენებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს.

ალექსეი ნავალნი ბერლინში 22 აგვისტოს ჩაიყვანეს.