საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა უკრაინაში ფრანგი ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა უკრაინაში ფრანგი ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა უკრაინაში ფრანგი ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ფრანგმა დიპლომატმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.

„საფრანგეთი ითხოვს, რომ ამ დრამის გარემოებების გამოძიება ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად და გამჭვირვალედ“, – აღნიშნა მინისტრმა.

კიევში უკრაინელ მეხანძრეებთან შეხვედრას მან მომხდარს „ორმაგი დანაშაული“ უწოდა.

„ჩადენილია ორმაგი დანაშაული. უპირველეს ყოვლისა დარტყმა საევაკუაციო კოლონაზე განხორციელდა, მოკლულები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები და ჟურნალისტი. მადლობა, მინისტრო, თქვენი სამძიმრისთვის და დახმარებისთვის იმის უზრუნველყოფაში, რომ ცხედარი სახლში გადაასვენონ, – განაცხადა კატრინ კოლონამ.

ფრანგი ჟურნალისტი, 32 წლის ფრედერიკ ლეკლერკი ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკთან მოხდა. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეიგაიდაის ცნობით, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოჰყვა საევაკუაციო ჯავშანმანქანა. ჟურნალისტი ფრანგული ტელეკომპანია „BFM“-სთვის მუშაობდა.