დონალდ ტუსკი – ულტრამემარჯვენეები უკვე არიან ხელისუფლებაში ან მისკენ ისწრაფვიან ევროპის აღმოსავლეთით და დასავლეთით, პოლონეთში ბოლო მომენტში შევცვალეთ ეს ფატალური ტალღა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენეების გამარჯვების შემდეგ წინადადებით გამოდის.
„მათ უყვართ პუტინი, ფული და ძალაუფლება კონტროლის გარეშე. ისინი უკვე არიან ხელისუფლებაში ან მისკენ ისწრაფვიან ევროპის აღმოსავლეთით და დასავლეთით. ისინი ევროპარლამენტის რიგებს უერთდებიან. პოლონეთში ჩვენ ბოლო მომენტში შევცვალეთ ეს ფატალური ტალღა. მოდით, ნუ დავკარგავთ ამას“, – წერს დონალდ ტუსკი.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს.
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.
They love Putin, money and power without control. And they are already in power or are reaching for it in the East or West of Europe. They are joining ranks in the European Parliament. In Poland, we reversed this fatal tide at the very last moment. Let’s not waste it.
— Donald Tusk (@donaldtusk) July 1, 2024