საფრანგეთის პრეზიდენტის სპიკერის ცნობით, ემანუელ მაკრონი ახალ კალედონიაში ჩავა
საფრანგეთის პრეზიდენტის სპიკერის ცნობით, ემანუელ მაკრონი ახალ კალედონიაში ჩავა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახალ კალედონიაში ჩავა.

ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ლიდერის პრესსპიკერი ადასტურებს, წერს „ასოშიეთედ პრესი“.

მისივე თქმით, ახალ კალედონიაში ვითარება მშვიდდება.

ახალ კალედონიაში ვითარება 13 მაისიდან, მას შემდეგ დაიძაბა, რაც საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც, ახალი კალედონიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ ადამიანებსაც ექნებათ, რომლებიც კუნძულოვან სახელმწიფოში ათ წელზე მეტია ცხოვრობენ. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება უფრო მეტ ფრანგს ექნება. ცვლილების კრიტიკოსები ამბობენ, რომ შესწორება ახალი კალედონიის მკვიდრი მოსახლეობის მარგინალიზაციას გამოიწვევს.

ცვლილებების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა.

დააკავეს ასობით ადამიანი, რის გამოც საფრანგეთის ხელისუფლებამ ახალ კალედონიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა და ადგილზე უსაფრთხოების ძალების დამატებითი რაოდენობა გააგზავნა.