საფრანგეთის პრეზიდენტი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის დაუყოვნებლივ გამოცხადების მოწოდებით გამოვიდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის დაუყოვნებლივ გამოცხადების მოწოდებით გამოვიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის დაუყოვნებლივ გამოცხადების მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პარიზში მიმიდინარე საერთაშორისო ჰუმანიტარულ კონფერენციაზე განაცხადა, რომლის მონაწილეები ისრაელისა და „ჰამასის“ ომის შესახებ მსჯელობენ.

კონფერენციის მიზანია ღაზაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება და ჰუმანიტარული მიზნებისთვის საჭირო თანხების მობილიზება.

სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ჰუმანიტარულ პაუზასთან ერთად, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„დღეს ვითარება რთულია და ყოველდღე უარესდება. მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სამოქალაქო მოსახლოების დაცვაზე და ჩვენ გვჭირდება ჰუმანიტარული პაუზა რაც შეიძლება მალე და ასევე უნდა მივისწრაფოდეთ ცეცხლის შეწყვეტისკენ – ეს უნდა გახდეს შესაძლებელი. ჩვენ ვიზიარებთ ღირებულებებს და გვაქვს საერთო ვალდებულბები, რომლებმაც დღეს აქ შეგვკრიბა. როგორც ისრაელისა და პალესტინის ხელისუფლებებს, ჩვენც გვაღელვებს ჰუმანიტარული სიტუაცია ღაზაში. მოქალაქეები უნდა იყვნენ დაცულები, ეს აუცილებლობას წარმოადგენს და განხილვას არ ექვემდებარება. ეს წარმოადგენს დაუყოვნებლივ საჭიროებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის წინაპირობა, რომ ჩვენი ბრძოლა ტერორიზმთან იყოს ეფექტური“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.