საფრანგეთის პრემიერი - კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში იქნება მიზნობრივი და არა საყოველთაო კარანტინი
საფრანგეთის პრემიერი - კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში იქნება მიზნობრივი და არა საყოველთაო კარანტინი

საფრანგეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი ჟინ კასტექსი აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის შესაძლო მეორე ტალღისთვის ემზადება, თუმცა, თუ საჭირო გახდება, კარანტინი არა სრულმაშტაბიანი, არამედ მიზნობრივი იქნება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ არ გვექნება საყოველთაო კარანტინი ისეთი, როგორიც მარტში იყო, რადგან ამას საშინელი ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. თუ საჭირო გახდება, ახალი კარანტინი იქნება მიზნობრივი“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

საფრანგეთის მთავრობამ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მკაცრი კარანტინი მარტის შუა რიცხვებში დააწესა, კარანტინი 11 მაისს დასრულდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 206 072 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 29 936 ადამიანი.