საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების სავარაუდო გადაცემის გამო ირანის რწმუნებული დაიბარეს

13:14, 13.09.2024

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების სავარაუდო გადაცემის გამო ირანის რწმუნებული დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიმდინარე კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთმა ირანისგან ბალისტიკური რაკეტები მიიღო და, სავარაუდოდ, მათ რამდენიმე კვირაში უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს. საუბარია მოკლე რადიუსის მოქმედების Fath-360-ის ტიპის რაკეტებზე. რაკეტების მოქმედების მანძილი 120 კილომეტრია.

ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას უარყოფს.

მსგავსი