საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სასკოლო ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების ადგილზე ჩავიდა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი, ქვეყნის სამხრეთით, პერპინიანის რეგიონში სასკოლო ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების ადგილზე ჩავიდა.
ტრაგედიას ოთხი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერლა, 20 კი დაშავდა. მათგან 11 -ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 9 ბავშვი კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით არის ჰოსპიტალიზებული.
თვითმხილველთა განცხადებით, სარკინიგზო გადასასვლელზე შლაგბაუმი დახურული არ იყო და არ მუშაობდა შუქნიშანი. საათში 80 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი მატარებელი, რომელშიც 25 მგზავრი იმყოფებოდა ავტობუსს შეეჯახა. შედეგად სასკოლო ტრანსპორტი ორ ნაწილად გაიყო. მატარებლის სამმა მგზავრმა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო.
მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარება გამოთქვა ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.