საფრანგეთში სასკოლო ავტობუსისა და მატარებლის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა
საფრანგეთში სასკოლო ავტობუსისა და მატარებლის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ესპანეთის საზღვართან მატარებელი სასკოლო ავტობუსს დაეჯახა. BBC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია სულ მცირე ორი, ხოლო დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები ბავშვები არიან, თუმცა აღნიშნული ცნობა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

ინციდენტი სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა. ავტობუსს ადგილობრივი ბავშვები გადაჰყავდა. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და ექიმები.