საფრანგეთში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახებისას დაღუპულ ბავშვთა რიცხვი გაიზარდა

21:55, 14.12.2017

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ პერპინიანში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახებას სულ მცირე ოთხი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაზიანებები მიიღო კიდევ 19-მა ადამიანმა, მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა. ავტობუსში მყოფი მოსწავლეების ასაკი 11-დან 15 წლამდეა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეჯახება პერპინიანსა და ვილფრანშ დე კონფლენტს შორის არსებულ მონაკვეთზე მოხდა.

მსგავსი