საფრანგეთის პოლიციამ მოკლა მამაკაცი, რომელიც სინაგოგის დაწვას ცდილობდა
საფრანგეთის პოლიციამ მოკლა მამაკაცი, რომელიც სინაგოგის დაწვას ცდილობდა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ რუანში მოხდა.
დანით შეიარაღებული მამაკაცი როდესაც პოლიციისკენ დაიძრა, სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს. პოლიცია გამოიძახეს ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 06:45 საათზე, მას შემდეგ, რაც სინაგოგიდან კვამლი ამოვიდა. ცეცხლის ჩასაქრობად სახანძრო სამსახური გამოიძახეს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, სინაგოგას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა შეაქო პოლიცია „მათი პასუხისმგებლობისა და გამბედაობისთვის“.
თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით არ დადგენილა.
რუანის პროკურატურამ ორი საქმის გამოძიება დაიწყო: პირველი სამლოცველო ადგილას ცეცხლის გაჩენის და მეორე, საჯარო უფლებამოსილების მქონე პირთა მიმართ განზრახ ძალადობის მიმართულებით.