საფრანგეთის მთავრობა კომენდანტის საათის დაწესებას ქვეყნის კიდევ რვა დეპარტამენტში გეგმავს
საფრანგეთის მთავრობა კომენდანტის საათის დაწესებას ქვეყნის კიდევ რვა დეპარტამენტში გეგმავს

საფრანგეთის მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კომენდანტის საათის დაწესებას ქვეყნის კიდევ რვა დეპარტამენტში გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

დღეისთვის საგანგებო ზომები ქვეყნის 101 დეპარტამენტიდან 15-შია დაწესებული.

კომენდანტის საათი 18:00-დან 06:00 საათამდე მოქმედებს.

ამასთან, როგორც ცნობილია, სტრასბურგში კომენდანტის საათი 10 იანვრიდან ამოქმედდება.

ქვეყანას 67 ათასზე მეტი გარდაცვლილი და 2.7 მილიონი ინფიცირებული ჰყავს. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მარსელში, დღეს ახალი ბრიტანული შტამი 21 ადამიანს დაუდგინდა. ისინი ერთ ოჯახთან დაკავშირებულ კლასტერს წარმოადგენენ.