10 იანვრიდან სტრასბურგში კომენდანტის საათი ამოქმედდება
A picture taken on March 17, 2020 shows the Place Kleber in Strasbourg, eastern France, as the order of staying at home to all French citizens comes into effect, in order to avoid the spreading of the novel coronavirus COVID-19 NEWS : Covid 19 Coronavirus Confinement dans les rues de Strasbourg - 17/03/2020 ElyxandroCEGARRA/PANORAMIC PUBLICATIONxNOTxINxFRAxITAxBEL
10 იანვრიდან სტრასბურგში კომენდანტის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
კომენდანტის საათი ადგილობრივი დროით 18:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.
საფრანგეთის მთავრობამ იანვრის დასაწყისში კომენდანტის საათი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებშიც დააწესა. უკვე რამდენიმე დღეა, ამ რეგიონებში მოქალაქეებს 18:00-დან 06:00 საათამდე სახლების დატოვების უფლება არ აქვთ.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის თქმით, მთავრობა კომენდანტის საათის შემოღებას კიდევ 10 რეგიონში განიხილავს. ბოლო მონაცემებით, მათ რიგებში პარიზი არ შედის.