საფრანგეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა უწყებამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა
საფრანგეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა უწყებამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

საფრანგეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა უწყებამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. მანამდე, ერთი დღით ადრე აღნიშნულ პრეპარატს ავტორიზაცია ევროკომისიამ მისცა.

როგორც საფრანგეთის ჯანდაცვის მარეგულირებელ უწყებაში განმარტავენ, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია, 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში, მათ შორის 65 წელს გადაცილებულებში.

„ჯონსონ ენდ ჯონსონი“ გახდა მეოთხე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოიყენებენ. აღნიშნული ვაქცინა სხვა დამტკიცებული ვაქცინებისგან იმით განსხვავდება, რომ აცრის მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო.