საფრანგეთის იზერის დეპარტამენტში მამაკაცმა სამხედროებისთვის ავტომობილის დაჯახება სცადა
საფრანგეთის იზერის დეპარტამენტში მამაკაცმა სამხედროებისთვის ავტომობილის დაჯახება სცადა.
ფრანგული ტელეკომპანია BFMTV-ის ინფორმაციით, ინციდენტი ვარს-ალერ-ე-რისეს კომუნაში, 93-ე სამთო-საარტილერიო ლეგიონის სამხედრო ყაზარმასთან მოხდა.
ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და იძებნება.
France Info-ს ცნობით, იყო თუ არა ინციდენტი ტერაქტის მცდელობა, ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.