საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საიმიგრაციო პოლიტიკაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების პირობებსა და საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ქვედა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. დოკუმენტს 228 წევრმა 139-ის წინააღმდეგ მისცა ხმა.
კანონპროექტს არ ეთანხმება ულტრა-მემარჯვენე „ეროვნული ფრონტის” ლიდერი მარინ ლე პენი, რომელმაც ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინა.
ლე პენის ვერსია საფრანგეთის ტერიტორიაზე არალეგალური გზით შესული ყველა პირის დეპორტაციას ითვალისწინებს.