საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საიმიგრაციო პოლიტიკაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

11:07, 23.04.2018

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების პირობებსა და საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ქვედა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. დოკუმენტს 228 წევრმა 139-ის წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონპროექტს არ ეთანხმება ულტრა-მემარჯვენე „ეროვნული ფრონტის” ლიდერი მარინ ლე პენი, რომელმაც ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინა.

ლე პენის ვერსია საფრანგეთის ტერიტორიაზე არალეგალური გზით შესული ყველა პირის დეპორტაციას ითვალისწინებს.

მსგავსი