საფრანგეთის ელჩი - საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიგო კოლასმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით დაწერა.
„საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, და სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის განცხადებას აფხაზეთის ე.წ. „არჩევნებთან“ დაკავშირებით“, – აცხადებს ფრანგი დიპლომატი.
ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიუსელი არ უჭერს მხარს იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომლითაც ჩატარდა არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში და აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას.