საფრანგეთის საელჩო - დამოუკიდებლობის აღდგენის ამ სიმბოლურ დღეს საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
საფრანგეთის საელჩო - დამოუკიდებლობის აღდგენის ამ სიმბოლურ დღეს საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც საელჩოს მილოცვაშია აღნიშნული, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელად ულოცავს ქართველ ხალხს. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ დამოუკიდებლობის აღდგენის ამ სიმბოლურ დღეს. საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცედ დგომას საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.