საფრანგეთის ბირთვული და რადიაციული ინსტიტუტის ცნობით, ევროპის თავზე რადიაქტიური ღრუბელი შენიშნეს
საფრანგეთის ბირთვული და რადიაციული ინსტიტუტის ცნობით, ევროპის თავზე რადიაქტიური ღრუბელი შენიშნეს

საფრანგეთის ბირთვული და რადიაციული ინსტიტუტის ცნობით, ევროპის თავზე რადიაქტიური ღრუბელი შენიშნეს.

სპეციალისტების თქმით, ეს, შესაძლოა, რუსეთსა ან ყაზახეთში მდებარე ბირთვულ ობიექტზე მომხდარ გაჟონვას უკავშირდებოდეს. როგორც ინსტიტუტში ამტკიცებენ, ახლა ადამიანების ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, თუმცა გაჟონვის მომენტში საჭირო იყო მოქალაქეთა ევაკუაცია.

საუბარია რუთენიუმ -106-ზე, რომელიც, ძირითადად, სამედიცინო მიზნებით გამოიყენება. ჰაერში ამ იზოტოპის რაოდენობის ზრდაზე მანამდე გერმანელმა სპეციალისტებმაც მიუთითეს. ოქტომბერში “როსპოტრებნადზორმა” ჩილიაბინსკსა და სვერდლოვსკში რადიაციის მონიტორინგი დაიწყო.

მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ფრანგი ექსპერტები ამბობენ, რომ რადიაქტიური ღრუბელი ურალის მთების ჩრდილოეთით გაჩნდა. რუსეთში აცხადებენ, რომ რადიაქტიური ნივთიერების გაჟონვის შესახებ არაფერი იციან. ყაზახეთში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.