საქართველოს სოფლებში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის ყველა სოფელში 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებობა აქვთ აცრა, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაიკეთონ.
აღნიშნული პროექტით უკვე ისარგებლეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში, სადაც უწყების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ინფორმაციაც მიაწოდეს.
აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.