საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„თოვლისა და ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი და მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.