საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით ექვსი პაციენტი მოათავსეს
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ექვსი პაციენტია მოთავსებული.
კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტებს არ აქვთ მოგზაურობის ისტორია და ყველა მათგანი არის საჩხერის მუნიციპალიტეტის მკვიდრი. მათ სინჯებს დღეს აუღებენ და კორონავირუსზე კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნიან.
საჩხერის კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კვლავ ერთი პაციენტია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.