საჩხერის საკარანტინო სივრცეში მყოფმა მოქალაქეებმა კარანტინი დაასრულეს
საჩხერეში საკარანტინო რეჟიმში მყოფმა მოქალაქეებმა სასტუმრო დატოვეს. ამ დრომდე, კარანტინში ორი კვირის წინ ჩინეთიდან ჩამოყვანილი 34 მოქალაქიდან 23 რჩებოდა. დანარჩენები საკუთარ ბინებში რამდენიმე დღის წინ ეტაპობრივად გაწერეს.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხელ ქამუშაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არც ერთ მათგანს აღენიშნება.
საკუთარ სახლებში მოქალაქეების გადაყვანა სასტუმროს მიერ გამოყოფილმა ტრანსპორტმა უზრუნველყო.
საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში 22 თებერვალს დაბრუნდა, ორ კვირიანიკარანტინის გავლის მიზნით, ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს.